აკადემიური კალენდარი

საკონკურსო რეგისტრაცია მაგისტრატურაზე ჩაბარების მსურველთათვის

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი განისაზღვრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში.

აღნიშნული განსაზღვრულია “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 აგვისტოს #444 დადგენილების, “საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის #124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ წესდების მე-14 მუხლის საფუძველზე, “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის აუცილებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების გათვალისწინებით.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი განისაზღვრება შემდეგი სახით:

  • პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია – სექტემბრის მეორე ნახევარში
  • შემოდგომის სემესტრის ხანგრძლივობა – ოქტომბრიდან – მარტამდე.
  • სტუდენტთა საახალწლო-საშობაო არდადეგები: 30 დეკემბერი – 9 იანვარი.
  • სემესტრული რეგისტრაცია – უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი: ვალდებულია გაიაროს ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა) და აკადემიური (საგნობრივი) – „სასწავლო პროცესის მართვის სისტემის“ საშუალებით.

 

ყურადღება!

  • სტუდენტი, რომელიც არ გაივლის რეგისტრაციას წინამდებარე ბრძანებით დადგენილ ვადაში, არ დაიშვება სასწავლო პროცესზე.
  • სასწავლო პროცესში თვითნებურად მონაწილეობის მიღება არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს შეფასების აღიარება.