სამაგისტრო ნაშრომის დაცვა და პროცედურები

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის თარიღი მტკიცდება თსსუ-ის რექტორის ბრძანებით.  

საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე ინფორმაციას დაცვის თარიღისა და დროის შესახებ წერილობით აწვდის მაგისტრანტს დაცვამდე არაუგვიანეს 2 კვირისა.  

დაცვის პროცედურა  

  • სამაგისტრო ნაშრომის დაცვა არის საჯარო.
  • დაცვის პროცედურასა და შედეგზე უნდა შედგეს ოქმი.
  • სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე მაგისტრანტი თემას წარმოადგენს ელექტრონული პრეზენტაციის („Powet point“-ით) ფორმით
  • მაგისტრანტი აქცენტს აკეთებს თემის აქტუალობაზე, მიზანსა და ამოცანებზე.
  • დაცვაზე უნდა აღინიშნოს კვლევის საგნის თანამედროვე მდგომარეობა, კვლევის ობიექტები და მეთოდები,  შედეგები და დასკვნები.  

სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვის პროცედურა ითვალისწინებს შემდეგ ეტაპებს: 

  • სამაგისტრო ნაშრომის მოხსენებას (15-20 წთ)
  • დისკუსია
  • შეფასება