
ჩვენ შესახებ
მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას, აგრეთვე, ამზადებს პირს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისთვის
მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია:
- სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება;
- სპეციალობის შეცვლა;
- კვალიფიკაციის ამაღლება.
გარემოს მედიცინის სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს მაგისტრანტთა აღჭურვას დარგობრივი მიმართულების აუცილებელი ცოდნით, უნარებითა და კომპეტენციებით. კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საბაზისო დარგობრივი განათლება. პროგრამაზე მიღების აუცილებელი წინაპირობაა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებულია კადემიური ხარისხი ჯანდაცვის სფეროში.
პროგრამა კონკურსანტთა შერჩევისას ხელმძღვანელობს გამჭირვალობის, მიუკერძოებლობის, საჯაროობისა და ვალიდურობის პრინციპებით. პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, ითვალისწინებს პროგრამის სპეციფიკას, უზრუნველყოფს პროგრამის დასაძლევად აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციის მქონე პირთა პროგრამაზე სასწავლებლად ჩართვას.
პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება ერთიან ეროვნულ სამაგისტრო გამოცდაზე კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვისა და საუნივერსიტეტო გამოცდების დადებითი შედეგების საფუძველზე.
საუნივერსიტეტო გამოცდა თავის მხრივ მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ტესტური გამოცდა სპეციალობაში და კომბინირებული (ტესტური + ზეპირი) გამოცდა უცხოურ ენაში. საგამოცდო საგნები და პირობები, რომლებიც განისაზღვრება მოცემული პროგრამის შესწავლის დაწყებისათვის აუცილებელი ცოდნის დონით, შესაძლებელია, შეიცვალოს პროგრამის შედეგების მიღწევის ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შესაბამისად და გამოქვეყნდება ყოველწლიურად, დადგენილი წესის მიხედვით.
ამრიგად, საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს:
ა) საგნის გამოცდას;
ბ) უცხო ენის – ინგლისური ენის, ფრანგული ენის, გერმანული ენის, რუსული ენის გამოცდას B2 დონე.
სამაგისტრო პროგრამაზე მობილობის წესით დაშვება ხდება მოქმედი კანონმდებლობით და თსსუ-ის შიდა რეგულაციების შესაბამისად.
ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამის თაობაზე განთავსდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და განახლდება ყოველწლიურად მოქმედი კანონმდებლობის და პროგრამის ან მისი სტრატეგიის შესაბამისად.