სახელობითი სტიპენდია (პროექტი)
სამაგისტრო პროგრამა ,,გარემოს მედიცინის“ მაგისტრანტებისათვის იგეგმება სახელობითი სტიპენდიის დაწესება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სტიპენდიის დაწესების ინიციატორებს შორის.
გთავაზობთ მოკლე ანოტაციას სახელობითი სტიპენდიის შესახებ.
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანდაცვის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის გენადი კვერენჩხილაძის ინიციატივით და მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ,,გარემოს მედიცინის“ მაგისტრანტებისთვის დაწესდება სტიპენდია:
რევაზ კვერენჩხილაძის სახელობის სტიპენდია სამაგისტრო პროგრამა ,,გარემოს მედიცინის“ მაგისტრანტებისთვის
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე, მე-2 და შემდგომი სემესტრების სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულა (GPA) მოგვიანებით განისაზღვრება მემორანდუმის საფუძველზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მემორანდუმით გათვალისწინებული ვადაში ელექტრონულ მისამართზე (garemosm@gmail.com) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ბიოგრაფიული რეზიუმე (CV);
- სამოტივაციო წერილი (ერთ გვერდად);
- აკადემიური მოსწრების ფურცელი;
- პირადობის მოწმობის ასლი.
კორესპოდენციის თემის ველში, უნდა მიეთითოს შესაბამისი სტიპენდიის სახელწოდება.
სასტიპენდიო კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- საბუთების შერჩევა:
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
შერჩეულ სტუდენტს, ერთი სასწავლო წლის ვადით დაენიშნება შესაბამისი სტიპენდია.
25.11.2021