მაგისტრები და მაგისტრანტები

მაგისტრანტები

ანი ქობულაძე

დაბადებული 2000 წლის 29 დეკემბერს. დაამთავრა ა (ა) იპ ქობულეთის წმ. მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრთან არსებული სკოლა. 2018-2022 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მენეჯმენტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და UniMan Academy of management and performance-ის ბაკალავრის ხარისხი მენეჯმენტში და სამედიცინო დაწესებულებათა და სოციალური ორგანიზაციების მენეჯმენტში. 2022 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „გარემოს მედიცინის“ სამაგისტრო პროგრამაზე, 100% საგრანტო დაფინანსებით. გაიარა სტაჟირება საქართევლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციებისა და განათლების ცენტრში.

ლიკა ხუციშვილი

დაბადებული 2000 წლის 1 აგვისტოს. 2018 წელს დაამთავრა გორის N7 საჯარო სკოლა. 2018-2022 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2022 წელს 100% საგრანტო დაფინანსებით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე ,,გარემოს მედიცინა“. 2022 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე.

მარიამ ქარდავა

დაბადებული 2000 წლის 1 მაისს. დაამთავრა თბილისის N106 საჯარო სკოლა 2018 წელს.2018-2022 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და UniMan Academy of management and performance ის ბაკალავრის ხარისხი მენეჯმენტში და სამედიცინო დაწესებულებათა და სოციალური ორგანიზაციების მენეჯმენტში. ბაკალავრზე სწავლის პერიოდში მუშაობდა “GHS Consulting”ში. 2022 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე “გარემოს მედიცინა”.

ტატო ჯაფარიძე

დაბადებული 1998 წლის 21 თებერვალს. დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია 2016 წელს. 2016-2022 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემია “უნიმენში”. მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მენეჯმენტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2022 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე “გარემოს მედიცინა”.

მაგისტრები

მარიამ მაღრაძე

დაბადებული 1996 წლის 7 ნოემბერს. დაამთავრა თბილისის N147 საჯარო სკოლა. 2015-2019 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვიის ფაკულტეტზე. ბაკალავრზე სწავლის პერიოდში მუშაობდა “მედისონ ჰოლდინგში”. 2019 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ეპიდემიოლოგიისა და გარემოს მედიცინის“ საგამისტრო პროგრამაზე, ხოლო 2020 წელს მუშაობა დაიწყო სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სამაგისტრო ნაშრომის თემა: „სასმელი წყლის მონიტორინგის შედეგები 2017-2020 წლებში“.

თემის ხელმძღვანელი: გენადი კვერენჩხილაძე

აკაკი არჩვაძე

დაბადებული 1994 წლის 22 ივლისს. დაამთავრა თბილისის N166 საჯარო სკოლა 2012 წელს. 2012-2013 წლებში სწავლობდა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში. 2013-2017 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2017-2018  წლებში სწავლობდა Avignon university -ში საფრანგეთში. 2019 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე ,,ეპიდემიოლოგია და გარემოს მედიცინა’’.

სამაგისტრო ნაშრომის თემა: ,,ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა ქალაქ რუსთავში.’’

თემის ხელმძღვანელი: გენადი კვერენჩხილაძე

სანდრო კვერენჩხილაძე

დაბადებული 1997 წლის 26 სექტემბერს. დაამთავრა თბილისის N43 საჯარო სკოლა 2015 წელს. 2015-2019 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიში. მიიღო საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2019 წელს 100% საგრანტო დაფინანსებით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე ,,ეპიდემიოლოგია და გარემოს მედიცინა“. 2020 წლიდან მუშაობს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურში“ შრომის ინსპექტორის პოზიციაზე.

სამაგისტრო ნაშრომის თემა: ,,შრომის უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში,  არსებული სიტუაციის ანალიზი და ოპტიმიზაციის რეკომენდაციები  (სამთომოპოვებითი და მძიმე მრეწველობის დარგების მაგალითზე)”.

თემის ხელმძღვანელი: ლალი ბაქრაძე

ნინო ზვიადაძე

დაამთავრა თბილისის N146 საჯარო სკოლა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.  მიიღო  ქიმიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 100% საგრანტო დაფინანსებით ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე „ქიმია“ და დაამთავრა „ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის“ პროგრამა და მიენიჭა „ქიმიის მაგისტრის სტატუსი“. შემდგომ განათლება გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  სამაგისტრო პროგრამაზე ,,ეპიდემიოლოგია და გარემოს მედიცინა“. მუშაობა პროფესიით ნინო დაიწყო ბაკალვრიატის პროგრამაზე სწავლისას. 2018წ დღემდე მუშაობს FlavorActiV LTD-ში Global Sensory Manager პოზიციაზე.

სამაგისტრო ნაშრომის თემა: “სასმელი წყლისა და სასმელების მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგების შედარებითი შეფასება აჭარის რეგიონსა და თბილისში 2017-2021 წლების მონაცემების მიხედვით”.

თემის ხელმძღვანელიბელა ყურაშვილი