შეფასების სისტემა
სტუდენტის მიღწევების შეფასების წესი შეესაბამება საქართველოში სათანადო მარეგულირებელი წესების და თსსუ-ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნებს სტუდენტის მიღწევების შეფასების წესის შესახებ.
ითვალისწინებს გამჭვირვალობასა და სამართლიანობას.
შეფასების კომპონენტებია შუალედური შეფასება და დასკვნითი შეფასება, მათი ჯამი განსაზღვრავს სტუდენტის საბოლოო შეფასებას.
სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია (შუალედური შეფასებების და დასკვნითი შეფასების ჯამი). შეფასების სისტემა სტუდენტის მიერ მიღებული ყველა კომპონენტით ითვალისწინებს
ხუთი სახის დადებით შეფასებას:
(A) ფრიადი – 91-100 ქულა.
(B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა.
(C) კარგი – 71-80 ქულა.
(D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა.
(E) საკმარისი – 51-60 ქულა.
ორი სახის უარყოფით შეფასებას:
(FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
(F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
| შეფასების კომპონენტები და მეთოდები/ნაწილები | შეფასების კრიტერიუმი (ქულა) | |
| შუალედური შეფასება (მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (27 ქულა): | ||
| შეფასების მეთოდები | ||
| დასკვნითი შეფასება (მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 24 ქულა) | ||
| შეფასების მეთოდი – | გამოცდა/პროექტი | 0-40 |
| საბოლოო შეფასება | 0-100 | |