სამაგისტრო ნაშრომის შეფასება

ნაშრომი ფასდება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის დახურულ სხდომაზე დაცვის დასრულებისთანავე. 

სამაგისტრო ნაშრომის დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრები სამაგისტრო ნაშრომს აფასებენ 0-100 ქულით;

ნაშრომის შეფასება დგინდება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრების მიერ მინიჭებულ ქულათა ჯამის საშუალო არითმეტიკულით. 

სამაგისტრო ნაშრომის 51 და მეტი ქულით შეფასებისას ნაშრომი ითვლება დაცულად შეფასების ქულათა შემდეგი გრადაციით:  

91-100 ქულა  – საუკეთესო ნაშრომი, 

81-90 ქულა – ძალიან კარგი ნაშრომი, 

71-80 ქულა – კარგი ნაშრომი, 

61-70 ქულა – საშუალო დონის ნაშრომი, 

51-60 ქულა – დამაკმაყოფილებელი ნაშრომი, 

0-50 ქულა – არადამაკმაყოფილებელი ნაშრომი. 

პროცედურული ნაწილი

დაცვის პროცედურის შესახებ ოქმის წარმოებაზე პასუხისმგებელია საკვალიფიკაციო კომისიის მდივანი. საკვალიფიკაციო კომისიის თითოეული წევრი სამაგისტრო ნაშრომისათვის მინიჭებულ ქულას აფიქსირებს შეფასების ფურცელში და ადასტურებს ხელმოწერით;

შეფასების ფურცლებიდან სპეციალურ ოქმში შეფასებები გადააქვს კომისიის მდივანს, აქვე ფიქსირდება საბოლოო შეფასებაც 

საკვალიფიკაციო კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ შეფასებას. 

შეფასების ფურცლები და საკვალიფიკაციო კომისიის სხდომის ოქმები გადაეცემა სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს და ინახება მაგისტრანტის პირად საქმეში, კანონმდებლობით დადგენილი ვადით. 

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებას სამაგისტრო ნაშრომის შეფასების შესახებ მაგისტრანტს აცნობს კომისიის თავმჯდომარე, სხდომის დამთავრებისთანავე.  

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებას სამაგისტრო ნაშრომის შეფასებისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. 

სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა, სხვ.) გამოუცხადებლობის შემთხვევაში ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს 1 თვის განმავლობაში, ან სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს თანხმობით.   

საჯარო დაცვაზე სამაგისტრო ნაშრომის 51 ქულაზე ნაკლები შეფასების შემთხვევაში განმეორებითი დაცვა შესაძლებელია სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს თანხმობით.  

ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს არაუმეტეს ორჯერ,  სასწავლო კომპონენტის შენახვით.  

მაგისტრანტმა განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს თსსუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს დაცვამდე 1 თვით ადრე.