სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისია
სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ხორციელდება ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს წარდგინებით რექტორის მიერ დამტკიცებულ სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიაზე.
სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
- ფაკულტეტის/სკოლის წარმომადგენლები,
- პროფილური სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები
- შესაბამისი დარგის/სპეციალობის მეცნიერები.
კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება სულ მცირე 5 წევრით.
სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრებს კომისიის წევთა 2/3 მაინც (15.05.2017. №24/3).