ნაშრომის სტრუქტურა

სამაგისტრო ნაშრომის სტრუქტურა განსაზღვრულია  დოკუმენტში  ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურის დებულება“ (თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №24/5 დადგენილება).

სამაგისტრო  პროგრამა  ითვალისწინებს  სტუდენტის/მაგისტრანტის  მიერ  სამაგისტრო ნაშრომის  ხელმძღვანელის  მეთვალყურეობით  ისეთი  კვლევების  ჩატარებას, რომელთა საფუძველზეც იგი შეძლებს საკვალიფიკაციო ნაშრომის წარდგენას

 საკვალიფიკაციო   ნაშრომის სტრუქტურა ითვალისწინებს შემდეგ კომპონენტებს:

  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • კვლევისაქტუალობა;
  • მიზანი;
  • ამოცანები;
  • კვლევის საგანი;
  • კვლევის მეთოდები;
  • კვლევის შედეგები;
  • დასკვნები;
  • გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.

საკვალიფიკაციო ნაშრომის დიზაინი – სტანდარტი: 

  • სამაგისტრო ნაშრომის წარმოდგენის ფორმატი: ნაბეჭდი MS WORD, A4,
  • ფონტის ზომა – 12;
  • ინტერვალი – 1,5;
  • ტექსტის დაშორება გვერდის ზედა და ქვედა კიდიდან – 2,5 სმ,
  • ტექსტის დაშორება მარჯვენა კიდიდან – 1 სმ, მარცხენა კიდიდან – 3 სმ.
  • ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 30 გვერდისა.

ნაშრომს  უნდა  დაერთოს  მაგისტრანტის პუბლიკაციები  (ასეთის  არსებობის  შემთხვევაში)