გზავნილი სტუდენტებს

გახდე “გარემოს მედიცინის” მაგისტრი ნიშნავს, იყო ყოველთვის დასაქმებული და ფეხი აუწყო 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს, ანუ საკუთარი წვლილი შეიტანო:

  • საზოგადოების მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში;
  • შენი თანამედროვე და მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი საარსებო გარემოს უზრუნველყოფაში;
  •  ჯანმრთელობის რისკების იდენტიფიკაციასა და მათ მართვაში;
  • საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში;
  • ….

4 მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამა ,,გარემოს მედიცინა“

ფაქტორი N1

მიღებული ცოდნით და უნარებით თქვენ შეძლებთ  ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის   გატარებაში აქტიურ და წარმატებულ მონაწილეობას.

ფაქტორი N2

ადამიანური რესურსი – პროგრამის  განმახორციელებლები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, ფლობენ დოქტორის  კადემიურ ხარისხს, აქვთ თეორიული და პრაქტიკული დარგობრივი საქმიანობის მდიდარი  გამოცდილება. პრაქტიკის  კომპონენტი და  განმახორციელებელი ორგანიზაციები – პროგრამის ფარგლებში თქვენ მიიღებთ კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით მხარდაჭერას.

ფაქტორი N3

პროგრამის განხორციელების პროცესში გათვალისწინებულია სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგის შედეგებზე დაფუძნებული შემდგომი გაუმჯობესების მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს პროგრამის მდგრადობას და მუდმივ გაუმჯობესებას.

ფაქტორი N4

პროგრამის განხორციელების ფარგლებში გათვალისწინებულია მაგისტრანტთა  მუდმივი ინფორმირებულობა, მუდმივი უკუკავშირი, პროგრამის შედეგიანობის პერმანენტული კვლევის ჩატარება და სტუდენტთა წახალისების მექანიზმები.

თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა.