პრაქტიკის კომპონენტის შესახებ
Category: პრაქტიკა
პრაქტიკის შეფასება
პრაქტიკის შეფასება
პროექტის ანგარიში
მაგისტრანტმა პრაქტიკის დასრულების შემდეგ უნდა მოამზადოს პროექტის ანგარიში და განახორციელოს მისი პრეზენტაცია. მაგისტრანტი ხუთი პრაქტიკის განმახორციელებელი ორგანიზაციიდან ირჩევს ერთ-ერთს და პრაქტიკის ხელმძღვანელთან ერთად (შეთანხმებისამებრ) ამზადებს პროექტის ანგარიშის დოკუმენტს.
პროექტის ანგარიშის დოკუმენტი:
- თავფურცელი
- უმაღლესი სასწავლებელი;
- პრაქტიკის განმახორციელებელი ორგანიზაციის დასახელება;
- პრაქტიკის დაწყებისა და დამთავრების თარიღი;
- სტუდენტის სახელი და გვარი;
- ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
- სასწავლო კურსის ხელმძღვანელის სახელი და გვარი.
- რეზიუმე/აბსტრაქტი პროექტის ანგარიშის ერთგვერდიანი შეჯამება
- სარჩევი
- ორგანიზაციის აღწერა
- ორგანიზაციის სრული დასახელება, მისამართი და მოკლე ისტორია;
- ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საკუთრების ფორმა;
- სფერო, რომელშიც ფუნქციონირებს ორგანიზაცია; ძირითადი მომხმარებლები;
- ორგანიზაციის მართვის სტრუქტურა (სქემა);
- უსაფრთხოებისა და ეთიკის ნორმების რეგულირება;
- პრაქტიკის პროცესში განხორციელებული საქმიანობის ანალიზი;
საორიენტაციო კითხვები ანალიზის ნაწილის მოსამზადებლად:
- რა ტიპის საქმიანობას ახორციელებდით, რა ფუნქციებს ასრულებდით პრაქტიკის დროს?
- პრაქტიკის პროგრამით დაგეგმილი (ან დაუგეგმავი) რომელი უნარები შეიძინეთ და/ან განივითარეთ პრაქტიკის პროცესში?
- რამდენად შეესაბამებოდა პრაქტიკის დროს თქვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა თქვენს მიერ მანამდე გამომუშავებულ დარგობრივ და ტრანსფერულ კომპეტენციებს? (მაგისტრანტმა შეიძლება მიუთითოს ის ახალი კომპეტენციები, რომლებიც შეიძინა პრაქტიკის პროცესში).
- როგორ ფიქრობთ რა გავლენას მოახდენს პრაქტიკა თქვენს სამომავლო პროფესიულ საქმიანობაზე?
6. დასკვნები და რეკომენდაციები:
მოიცავს პრაქტიკიდან მიღებულ ძირითად დასკვნებს და ზოგად დაკვირვებას პრაქტიკის ობიექტზე.
7. დანართი
გრაფიკები, ცხრილები, სურათები და ა. შ.
პრეზენტაცია:
- პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული რესურსით საპრეზენტაციო ფორმატით როგორიცაა POWER POINT, PREZI და ა.შ.
- სურვილისამებრ პრეზენტაციასთან ერთად შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ცხრილები, პლაკატები, ფოტოები და ა.შ.
პროექტის ანგარიშის შეფასება
პროექტის კომპონენტის საბოლოო, დასკვნითი შეფასება მოიცავს როგორც ანგარიშის ნარატიული ნაწილის, ისე პრეზენტაციის შეფასებას. ჯამურად პროექტის ანგარიშის მაქსიმალური შეფასებაა – 40 ქულა. მათ შორის:
- ანგარიშის დოკუმენტი – 30 ქულა;
- პრეზენტაცია – 10 ქულა.
პროექტის ანგარიშის წარდგენა და ვადები:
მაგისტრანტი და ხელმძღვანელი პრაქტიკის სასწავლო კურსის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა პრაქტიკის კურსის ავტორს წარუდგენენ ანგარიშის ნარატიულ ნაწილს. კურსის ავტორი და ოთხი პრაქტიკის ხელმძღვანელი (სულ 5 პერსონა) აფასებენ პროექტის ანგარიშის ნარატიულ ნაწილს ინდივიდუალურად (ერთმანეთისგან დამოუკიდებლად).
მაგისტრანტი და ხელმძღვანელი პრეზენტაციას წარადგენენ წინასწარ შეთანხმებულ დღეს. პრეზენტაციას აფასებს კურსის ავტორი და ოთხი პრაქტიკის ხელმძღვანელი (სულ 5 პერსონა) შეთანხმებული კრიტერიუმებით.
პროექტის ანგარიშის შეფასების კრიტერიუმები:
- თავფურცელი, რეზიუმე და დანართები (5 ქულა)
- გაფორმებულია შესაბამისად (1 ქულა);
- რეზიუმე სრულად ასახავს პროექტის ანგარიშის მიზნებსა და შედეგებს (3 ქულა);
- დანართი ანგარიშის რელევანტურია (1 ქულა).
- ორგანიზაციის აღწერა (10 ქულა)
- ანგარიშში მაგისტრანტი მკაფიოდ და არგუმენტირებულად აღწერს ორგანიზაციას, მის მიზნებს, ორგანიზაციულ სტრუქტურას (5 ქულა)
- მაგისტრანტს გააზრებული აქვს ორგანიზაციის დანიშნულება, საქმიანობის სფერო, ორგანიზაციის რეალური როლი (5 ქულა);
- პრაქტიკის პროცესში განხორციელებული საქმიანობის ანალიზი (10 ქულა)
- მაგისტრანტის მიერ ნარატივში აღწერილი და განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება პრაქტიკის მიზნებს. ტექსტი ლოგიკურადაა ჩამოყალიბებული (5 ქულა);
- მაგისტრანტი შესაბამისი მაგალითების მოშველიებით აფიქსირებს მიღწეულ შედეგებს (განვითარებულ კომპეტენციებს) კომპეტენციების განვითარება შეფასებულია კრიტიკულად (5 ქულა);
- დასკვნები და რეკომენდაციები (5ქულა)
- ანგარიშში წარმოდგენილი დასკვნები არგუმენტირებულია (3 ქულა);
- ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები ნაშრომის რელევანტურია (2 ქულა);
- პრეზენტაცია (10 ქულა)
- პრეზენტაცია წარმოდგენილია გამართულად, შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. პრეზენტატორი თანამიმდევრული და თავდაჯერებულია (5 ქულა);
- პრეზენტაცია შესაბამისად არის გაფორმებული, წარმოდგენილია ლოგიკური ბმები საკითხებს შორის, მრავალფეროვანია და ტექნიკურად გამართული (5 ქულა).
პრაქტიკის განმახორციელებლები
პრაქტიკის განმახორციელებლები